Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბოსტნეულის მოხარშვით შესაძლებელია ნიტრატების შემცველობის შემცირება 50-80%-ით - პროფესორ რამაზ გახოკიძის რჩევები
ambebi.ge
13 August 2017, 15:20
დღეს ვეღარავინ გაექცევა ნიტრატების მავნე გავლენას. კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ნივთიერებამ და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ნიტრატებმა ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს? ამ კითხვებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს მივმართეთ.

რამაზ გახოკიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმზე, დიდი რაოდენიბით ნიტრატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას, მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, ასევე აქვეითებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ნიტრატები ნაწლავებში ფერმენტების მონაწილეობით გარდაიქმნება ნიტრიტებად, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის ნიტროზამინებს - Advertisement ე.ი. ავთვისებიან სიმსივნეთა გამომწვევ ნივთიერებებს.

"მიწათმოქმედებმა ქიმიური სასუქების გამოყენება მე-19 -ე დაიწყეს. სასუქებს ორ ჯგუფად ყოფენ - მინერალურად და ორგანულად. მინერალური სასუქებიდან ყველაზე უფრო ტოქსიკურია ფტორის, ფოსფორისა და აზოტის ნაერთები. მინერალური სასუქების შემცველი მტვრის შესუნთქვა იწვევს ზედა სასუნთქი გზების კატარს, რინიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმოკონიოზს. ხანგრძლივი კონტაქტისას კი შესაძლებელია ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია. რაც შეეხება ამონიუმის ნიტრატს, მისი გამოყენება საბაღჩე კულტურათა სასუქად აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მას მაინც იყენებენ", - განმარტავს რამაზ გახოკიძე. წაიკითხეთ გაგრძელება

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი